უჩა მამაცაშვილის ადვოკატი - მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, თავი შეიკავოს კერძო სუბიექტებს შორის დავაში უხეში ჩარევისაგან

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ისეთი განცხადებებისა და შეფასებებისგან, რომლებიც შეიძლება, პირდაპირ აღიქმებოდეს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად, თავი შეიკავოს.

"მხოლოდ სამწუხარო შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ე.წ. სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებას, რომელიც სახალხო დამცველმა წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბატონ უჩა მამაცაშვილსა და ორგანიზაცია ანტიკორუფციულ მოძრაობას შორის მიმდინარე დავაზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დასკვნა არის მიკერძოებული და არასაგნობრივი. სახალხო დამცველი აშკარად გაცდა საკუთარ მანადატს, როდესაც უხეშად ჩაერია სამოქალაქო დავის საქმეში, რაც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად.

სახალხო დამცველი პირდაპირ მოუწოდებს სასამართლოს, რომ არ დააკმაყოფილოს ბატონი უჩა მამაცაშვილის, თუნდაც სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნა, ვინაიდან, მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ნებისმიერი ბრალდება და ცილისწამება გააჟღერონ ნებისმიერი პირის მიმართ, თუმცა აქვე ავიწყდება, რომ არსებობს ადამიანის უფლებები, მათ შორის პატივის და ღირსების უფლება, რომელიც თითოეული მოქალაქის შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებაა.

ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის უფლებას, ასევე არასამთავრობო სექტორს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქციები გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, მაგრამ ასევე მიგვაჩნია, რომ პატივის და ღირსების უფლების შელახვა, არც ერთი სხვა უფლების რეალიზების ხარჯზე არ უნდა მოხდეს და ეს დადასტურებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით და პრეცედენტული სამართლით.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, დარჩეს საკუთარი მანდატის ფარგლებში, თავი შეიკავოს კერძო სუბიექტებს შორის დავაში უხეში ჩარევისაგან, მით უფრო რომელიმე მხარის სასარგებლოდ და ასევე დაინტერესების შემთხვევაში ვთავაზობთ საგნობრივ შეხვედრას, მისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში. ჩვენ მზად ვართ სახალხო დამცველს წარვუდგინოთ უტყუარი ფაქტები, რომ ყველა ცილისმწამებლური ბრალდება ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ არის ტყუილის კამპანიის ნაწილი, რომელთა გაცნობის შემთხვევაშიც, იმედი მაქვს სახალხო დამცველი მსგავს დასკვნას ხელს არ მოაწერდა“, - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები