ლევან კოჭლოშვილი - არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მფარველობს "ნაციონალურ მოძრაობას" და აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს

თელავის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრმა ლევან კოჭლოშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. 

როგორც ლევან კოჭლოშვილი  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადაწყვიტა დატოვოს დაკავებული თანამდებობა და შეუერთდეს იმ ადამიანების რიგებს, ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის.

მისივე თქმით, არავის მისცემს შესაძლებლობას "ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს. 

"ის, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენი წინაპრების არაერთი თავდადების და ვაჟკაცობის დამსახურებაა. ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპრის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს ჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალ განსაცდელ გამოვლილი რწმენით. დღეს გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ევროპულობას ამოფარებულები ებრძვიან ყოველივეს რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დღესაც დგას ჩვენი სამშობლო. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს ნაციონალურ მოძრაობას, ძალას, რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს.

მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განუყოფელი ნაწილი იყო. 

არ მივცემ შესაძლებლობას არავის ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს ნაც მოძრაობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!“- წერს ლევან კოჭლოშვილი.

უახლესი ამბები