გიორგი გვიშიანი - ავთენტურობას ვადასტურებ, შესაბამისად, დაადგინონ საიდან და ვისგან გავიდა

"მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი "უცნობის" მიერ გასაჯაროვებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს.

"რა თქმა უნდა, სუს-ის ჩანაწერია და რა თქმა უნდა, აქ რაღაც არის დამონტაჟებული. ახლა გვჭირდება მოსაძებნი აპარატურა, რომლითაც უნდა მოვძებნოთ "ჟუჩოკი", წესით ასეა. იმ ოთხ ადამიანს, ვინც აქ იყო იმ წუთში, სიცოცხლეს ვანდობ ისე ვენდობი, არა მგონია, რომ აქედან იყოს გატანილი. სხვამ თუ დადო და მერე წაიღო, ის სხვაც მოქმედებდა სუს-ის დავალებით, სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივმართოთ პროკურატურას, დაადგინოს  საიდან იყო ეს ჩანაწერები, ავთენტურობას ვადასტურებ, ასეთ საუბარს ნამდვილად ჰქონდა აქ ადგილი, შესაბამისად, დაადგინონ, საიდან გავიდა, ვისგან გავიდა, როგორ მიაწოდეს ეს ინფორმაცია და რას ემსახურებოდა ჩვენი მოსმენა. თუ ეს იყო კანონიერი, გვითხრან, რომ ჩვენ თვალთვალის ობიექტები ვართ, თუ არა, მაშინ დაადგინონ ვინ გვისმენს უკანონოდ", - აცხადებს გვიშიანი.

გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა"  გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

უახლესი ამბები