მაია სანდუ - არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმისთვის, რომ იაფი გაზი გვქონდეს

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო იაფი გაზი გვქონდეს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ „გაზპრომთან“ იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით.

"არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლით იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. დიახ, ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა“, – განაცხადა სანდუმ.

მისივე თქმით, ახლა მთელი მსოფლიო რთული ზამთრისთვის ემზადება და მოლდოვაც ამისთვის უნდა მოემზადოს. 

როგორც მოლდოვას პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობა  მოქალაქეების მხარდაჭერის სისტემას ავითარებს და ევროკავშირთან ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს.

მსგავსი სიახლეები