რომან გოცირიძე - ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის სანქცირებულია

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სენსაციურია, რადგან ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის გაკეთებაც "ქართულმა ოცნებამ“ დაავალა, – ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას.

"განცხადების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის სანქცირებულია. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, მას აშშ-ის ვიზა გაუუქმეს და არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც არის სანქცია. 

ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ის არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც. ინფორმაციის მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მას სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები