ჭიათურის შესასვლელში, სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე, ქალაქზე გადმოსახედი სივრცე მოეწყო

ჭიათურის შესასვლელში, სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე, ქალაქზე გადმოსახედი სივრცე მოეწყო.

ახალი რეკრეაციული სივრცე  ცნობილი ჭიათურელი პოეტი ქალის მარიკა ბარათაშვილის სახელობის იქნება და მას "მარიკას სკვერი“ეწოდება.

ახალი სკვერი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ციცქიშვილთან, პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  გახსნა.

"ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი  სივრცე შეემატა. ამიერიდან ჭიათურელებს დასვენებისა და გართობისათვის ძალიან კომფორტული გარემო  ექნებათ.

ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია ნავარძეთს ეკუთვნის, სადაც ჩვენი გამოჩენილი პოეტი მარიკა ბარათაშვილი  დაიბადა და აღიზარდა, გადავწყვიტეთ, რომ სკვერს,  „მარიკას სკვერი“ ეწოდოს“, - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

ახალ  რეკრეაციაში, 600-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, გადმოსახედი, დეკორატიული საფეხმავლო  ბილიკები, გაზონები, სკამები, განათება, წყლის ფანტანი და  ავტომობილების პარკინგი მოეწყო.

დაირგო მწვანე ნარგავები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 173 000 ლარს შეადგენს.

ღონისძიება მუსიკალურად  კვარტეტმა „ჭიათურამ“ და კულტურის ცენტრის  ახალგაზრდულ საკითხთა  და ხელოვნების დეპატრამენტის შემოქმედებითმა კოლექტივებმა გააფორმეს.

უახლესი ამბები