რომან გოცირიძე - გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი. 

სანამ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, ჰქონდა ხელშეუხებელობის გარანტია, როცა სისტემის მამხილებელი გახდა, იქცა დამნაშავედ. ესაა ქვეყანაში შერჩევითი სამართლის მოქმედების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მოსამართლეც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მმართველი პარტია დაავალებს. 

ეს უკვე პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. სწორედ ამის დანგრევისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმ 12 რეკომენდაციით. ნათელია, თუ რატომ არ აპირებენ ამ ვალდებულებების შესრულებას. ეს რომ მოხდეს, ძალაუფლება ეცლებათ ხელიდან, რომელიც ძალადობაზე არის დაფუძნებელი. 

სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლი ვიხილეთ ახლა გოგაშვილის სახით", - წერს გოცირიძე.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წუხელ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა მიმდინარეობდა გოგაშვილის და მისი შვილების სახლებში. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები