მეუფე იაკობი - რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კატეგორიულად უარყოფს სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან სოსო გოგაშვილთან მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ საუბრის ფაქტს. 

ეპისკოპოსის თქმით, მსგავსი შინაარსის საუბარი მასსა და გოგაშვილს შორის არასდროს ყოფილა.

"შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

სოსო გოგაშვილის ცოლის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, მისი მეუღლე მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია. 

"4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო ჩვენთან მოსული. მაშინ ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდაო. ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილისგანო. ეს სამი გვარი დაასახელა. ეხლა მე ვრწმუნდები, ნამდვილად. ის ვერ მოხერხდა, რომ ჩავეცხრილეთ, მაგრამ რაც წუხელ მოხდა, ის იყო ჩემთვის ლიკვიდაცია", - აცხადებს  მარტყოფლიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები