ნინო ლომჯარია - ჩემი ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება ევროკომისიის მიმართ იყო და ევროდეპუტატებსაც გავუზიარე, რომ საჭიროა მათი მხრიდან უფრო მეტი სიცხადის შეტანა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართა.

"ვესაუბრე მათ, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით, მთელ რიგ საკითხებზე არსებობს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები. ჩემი ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება ევროკომისიის მიმართ იყო და ევროდეპუტატებსაც გავუზიარე, რომ საჭიროა მათი მხრიდან უფრო მეტი სიცხადის შეტანა. მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, ეს დაწყებული პროცესი და ფორმატი რამდენად მისაღებია, რამდენად სწორად ხდება ამ პუნქტების შესრულების ინტერპრეტაცია, მათ შორის ხელისუფლების, თუ ოპოზციის მხრიდან. ვთქვი, რომ კარგი იქნება, თუ სამუშაო ფორმატები შეიქმნება და უფრო რეგულარული გახდება, რასთან დაკავშირებითაც, ინფორმაციის მუდმივი გაცვლა იქნება. როგორც მივიღე ინფორმაცია დელეგაციის წევრებისგან, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გაიმართა ევროკომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. კარგი იქნება, თუ ამ ტიპის შეხვედრების შესახებ მოხდება საზოგადოების საჯარო ინფორმირება. ძირითადად ვისაუბრეთ ამ ფორმებზე.

უფრო მეტად, მათ აინტერესებდათ ჩემი ხედვა, რა მოლოდინები მაქვს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესის მიმართ. აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინსტიტუტი. ვუთხარი, რომ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ რეკომენდაციაში საუბარია კომისიის მხრიდან სახალხო დამცველის არჩევაზე, ეს არის იმედის მომცემი, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ბერკეტი გვექნება ხელთ, რომ მოვახდინოთ პოზიტიური ზემოქმედება პროცესებზე, რათა მოხდეს სახალხო დამცველის ინკლუზიური და გამჭირვალე პროცესით არჩევა. ისინი ინფორმირებული არიან, რომ მათ მიმართაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართაც არსებობს ასეთი ორგანიზებული შეტევა და კამპანია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტთან ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ვისაუბრე გვარამიას საქმეზე, რადგან მათ რეზოლუციაშიც ჰქონდათ ნახსენები მისი საქმე. კიდევ ერთხელ ავუხსენი, რა იყო სახალხო დამცველის პოზიცია გვარამიას ბრალთან და განაჩენთან დაკავშირებით. მე მივმართე საქართველოს პრეზიდენტს და აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანი იქნება, მომავალში მათი მხრიდანაც ამ საკითხზე აპელირება, რადგან მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი. სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მივაწოდე ინფორმაცია, რასაც ვფლობ. როგორც იცით, ის არის მის მიერ მოწვეული ექსპერტების ზედამხედველობის ქვეშ. ველოდებით დასკვნას და ვინაიდან მასთან შედიან ექსპერტები, ამზადებენ დასკვნას, ამ წუთას სახალხო დამცველის საჭიროებას ჩვენთვის ვერ ხედავს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაზე ვუთხარი, რომ ეს საავადმყოფო და გარემო არ არის მორგებული მისი ავადმყოფობის მკურნალობისთვის“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოში ევროპარლამენტართა დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები