გიორგი გახარია - ვგმობ მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"აშშ-ის ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ", - აცხადებს გიორგი გახარია.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა". მის აზრს პარტიის სხვა წევრებიც იზიარებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები