ლევან იოსელიანი - სახელმწიფო დეპარტამენტმა ყვითელი ბარათი ამოუღო "ქართულ ოცნებას"

გული მწყდება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს პირველად მოუწია საკუთარი ელჩის დაცვა საქართველოში და დაცვა ხელისუფლებისგან, – ასე გამოეხმაურა "მოქალაქეების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას.

"ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ყვითელი ბარათი ამოუღო "ქართულ ოცნებას“ და ამაზე უნდა დაფიქრდნენ. ასე თუ გააგრძელებენ, სიმართლე გითხრათ, მათი პოლიტიკური მომავალი ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ქვეყანას მიაყენებენ ძალიან დიდ დარტყმას. 

სტაბილურობის ერთადერთი გარანტი მთელი ამ წლების მანძილზე თუ ვინმე იყო, იყო ამერიკის შეერთებული შტატები და მათზე თავდასხმა ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ინტერესები უგულვებელყო. იმიტომაც ჰქონდათ მათ ასეთი მძაფრი რეაქცია. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ენით არ ესაუბრებიან.

"ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია მათივე გაცხადებულ პროდასავლურ კურსთან. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, დასავლეთის მხარეს არიან, თუ სხვა მხარეს ირჩევენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები