ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ "შკოდას" მარკის ავტომობილთან მიმდინარეობდა, რომელსაც ჩამტვრეული აქვს შუშები და ტერიტორიაზე არის სისხლის კვალი. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ წუხელ ადგილზე სავარაუდოდ, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რადგან ხმაური იყო, დილით კი ნახეს ავტომობილი, რომესაც შუშა ჩამსხვრეული ჰქონდა და პოლიცია გამოიძახეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტომობილი ხომლელის ქუჩიდან უკვე გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები