გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ ჭაობშია და რაც მეტს იაქტიურებს, მეტად ჩაიძირება

"ჯგუფში არ მინდა და კომიტეტში მინდა“ - ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ბავშვობაა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"რადიკალური ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ ჭაობშია და რაც მეტს იაქტიურებს, მეტად ჩაიძირება. ერთადერთი გამოსავალია, რომ თავიდანვე დაგვიჯეროს ხოლმე, როგორც ეს ევროპარლამენტარებმა უთხრეს - სერიოზულად მოეკიდონ პროცესს, რომელსაც ჩვენ არავის არ დავაზიანებინებთ და მონაწილეობა მიიღონ. პოლიტიკაში ნახევრად მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ამ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობ. 

საკომიტეტო მოსმენა და სამუშაო ჯგუფის ფორმატი, ორივე რეგლამენტირებულია. კარგი იქნება, რეგლამენტი რომ წაიკითხონ, რადგან პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს, რომ ორივე - სამუშაო ფორმატი ჯგუფში და საკომიტეტო სხდომა ოფიციალური ფორმატებია. "ჯგუფში არ მინდა და კომიტეტში მინდა“ - ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ბავშვობაა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები