სოჭის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სოჭის მერმა ალექსეი კოპაიგოროვსკიმ უამინდობის გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"ეს გვაძლევს ძალების მობილიზების კიდევ ერთ ინსტრუმენტს, მსხვერპლთათვის გადახდისთვის სწრაფი ფორმირების მექანიზმს. ბოლო სამი დღის განმავლობაში სტიქიამ ქალაქის ყველა რაიონში ნგრევა გამოიწვია. მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყველაზე მეტად ცენტრალური უბანი დაზარალდა“, - წერს მერი სოციალურ ქსელში.

სოჭში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია გზები, სახლების პირველი სართულები, სტიქიას ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სინოპტიკოსების პროგნოზით კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი, რაც მდინარეების ადიდებას და ზღვაზე შტორმს გამოიწვევს.

უახლესი ამბები