გია ვოლსკი - არახამია უკვე ყველა წითელ ხაზს გადასცდა

არახამია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ელემენტი და შემადგენელი ნაწილი, სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

"არახამიას შეძახილით, მისი გაფრთხილებით ან ლოიალობით სანქციები არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება, ის იმ ფორმატშია მოქცეული, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს. ის არის მისი ნაწილი და მოქმედებს ქართულ-უკრაინული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

არახამიას მოკავშირე პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო და დღესაც ეს ოკუპაცია გრძელდება. მისმა მოკავშირე პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჰქონოდა ხელში ჩაგდებული. თუ არახამია მათთან თანამშრომლობით ბაქიბუქობს, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებს იმ სტრატეგიასა და პრორუსულ პოლიტიკას, რაც „ნაცმოძრაობას“ აქვს.

არახამია უკვე ყველა წითელ ხაზს გადასცდა. მისი ამოცანაა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების იმდენად დანგრევა, რომ იქნებ, მომავალში ჩვენი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამშრომლობა არათუ არ განვითარდეს, არამედ საწყისიც არ ჰქონდეს. არახამია მხოლოდ ერთადერთი არ არის, იგივე განცხადებები აქვთ ადამინისტრაციასთან დაახლოებულ ბევრ პირს და ასეთი ცოდვა აქვს ზელენსკისაც დაშვებული, როდესაც მან ქართველი ხალხი, მთავრობა ერთმანეთისგან გამიჯნა და ხალხს მინიშნებით დაპირისპირებისკენ მოუწოდა იმ მიტინგზე ჩართვისას, სადაც სახელმწიფო გადატრიალების თემის გარშემო იმართებოდა. ახლახან სრულიად უტიფარი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც საქართველოში უკრაინის წარმომადგენელმა გააკეთა, რომ საქართველომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. პირდაპირ იყო მინიშნება, რომ ეს დახმარება საომარ მოქმედებებში უნდა გადავიდეს, თუმცა ზუსტად იცის, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეები სარგებლობენ მრავალმილიონიანი დახმარებით, ჩვენი მხარდაჭერით. არც ერთი პოლიტიკური დონე არ დარჩა, სადაც საქართველომ უკრაინის მიმართ აშკარა მხარდაჭერა არ გამოხატა იმ პირობებში, როცა საქართველოს რუსეთის მიმართ აქვს დაპირისპირება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების დონეზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები