"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოქმედი პარლამენტის პირველი წლის საქმიანობის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დღეს მოქმედი პარლამენტის  პირველი წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. 

"რას საქმიანობდა პარლამენტი პირველ წელს

(საანგარიშო პერიოდი: 2020 წლის 11 დეკემბერი - 2021 წლის 31 დეკემბერი)

მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი  დაძაბული აღმოჩნდა პოსტსაარჩევნო პოლიტიკურის კრიზისისა და  კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა პარლამენტის საქმიანობაზე.  

ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი; ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები,

მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. 

ძირითადი მიგნებები 

პარლამენტის წევრთა აქტიურობა 

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა;

სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია: სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია,  ვიქტორ ჯაფარიძე; ხოლო 11 ოპოზიციის: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს, აქედან 1 უმრავლესობის წევრია: სუმბატ კიურეღიანი, ხოლო 11 ოპოზიციონერია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი , კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი;

პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი.

მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება

პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვისათვის აუცილებელ ხმათა რაოდენობობის გაზრდა; 2 წევრისგან შექმნილი პოლიტიკური ჯგუფისათვის ფრაქციის უფლებების მინიჭება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა; საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისათვის დეკლარაციის შევსების ვალდებულების დაკისრება.

პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაზრდა; საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ზოგიერთი საკითხი.

ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის შეცვლა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია; საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები; პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება. 

ძირითადი გამოწვევები

პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა 

ყველა კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის წარმომადგენელია.  არ შესრულდა 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა პარლამენტის საქმიანობაში ოპოზიციის როლის გაძლიერებას;

ოპოზიცია სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში, რადგან, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა;   

საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა სამი თავმჯდომარე შეიცვალა.

საკანონმდებლო პროცესი

ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;

ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვისას პარლამენტი არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობას. ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა არ მომხდარა ან არგუმენტაციის გარეშე შეჩერდა, მაგალითად: საკანონმდებლო პაკეტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ, კანონპროექტი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები;

გაგრძელდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის პრაქტიკა და კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელებამ სისტემატური ხასიათი მიიღო. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 95 კანონის პროექტი მიიღო. 46 საკანონმდებლო პაკეტთან (242 კანონის პროექტი) დაკავშირებით, ვადა 94-ჯერ გაგრძელდა; განხილვის ვადა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა  საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და აღსრულების კოდექსს;

პრობლემას წარმოადგენდა მიღებული კანონების დროულად ამოქმედება, მაგალითად, უნდა აღინიშნოს „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომლის ცალკეული ნორმების ამოქმედება 5-ჯერ გადავადდა. კანონის ამოქმედების გადავადება 22 კანონის პროექტზე განხორციელდა; 

პარლამენტის ბიუროს წარედგინა 122 საკანონმდებლო წინადადება. აქედან, 7 კომიტეტებმა მოიწონეს, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელისშემშლელია და რომელთა ავტორებიც ლიბერალი ჯგუფების მიმართ რადიკალური რიტორიკით გამოირჩევიან. 

საპარლამენტო კონტროლი

მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას: მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდენ სადეპუტატო კითხვებს, არ ესწრებოდნენ ოპოზიციური ფრაქციების მოწვევით კომიტეტის სხდომებს. 

პასუხი არ გაეცა 256 სადეპუტატო კითხვას, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიცის წარმომადგენელი იყო;  

ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირები კომიტეტის სხდომაზე 12-ჯერ დაიბარეს და მოსმენა არცერთ შემთხვევაში არ შედგა.

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ეფექტურად არ ყოფილა გამოყენებული, როგორც უშუალოდ პანდემიის მართვის პროცესთან, ასევე თანმდევ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კორუფციის რისკები პანდემიის დროს, სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ. არ გამართულა ინტერპელაცია, შემცირდა თანამდებობის პირების დაბარება, ეფექტურად არ მომხდარა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, ანგარიშების განხილვის ვადები ხშირად ირღვეოდა, კერძოდ, პარლამენტში სულ 21 ანგარიში შევიდა, მათგან 10 ანგარიში, საანგარიშო პერიოდში, ჯერ კიდევ განუხილველი იყო; 

უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი კვლავ სუსტი და არაეფექტური იყო; ვერ მოხდა ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება, რის შედეგადაც ოპოზიცია არ მონაწილეობდა ნდობის ჯგუფის საქმიანობაში.

პარლამენტის  ანგარიშვალდებულება და ღიაობა

კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა;

ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება.

რეკომენდაციები

უმნიშვნელოვანესია 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების, კერძოდ, ოპოზიციის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო მონაწილეობა და ოპოზიციის წევრების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს;

ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზირებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღების წესი.

საკანონმდებლო პროცესი 

მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს და არ ხდებოდეს კანონპროექტების განხილვის ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება;

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტთა ჩართულობა; 

საპარლამენტო კონტროლი

ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;

აუცილებელია გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი. ნდობის ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს სრულად და ოპოზიციურ ფრაქციებს უნდა მიეცეთ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით ნდობის ჯგუფში გაწევრიანების საშუალება;

თემატური მოკვლევის ჯგუფი აქტიურად უნდა ახორციელებდეს ანაგრიშვალდებული პირების მიერ რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობას.

მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაუსაბუთებელ უარს არ ეუბნებოდნენ მოქალაქეებს. სასურველია, გადაიდგას ნაბიჯები პარლამენტში საშვების სისტემის გაუქმების მიმართულებით;

პარლამენტმა დროულად უნდა დააკომპლექტოს ეთიკის საბჭო;

საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ ინფორმაცია, კონტროლის შედეგები და მასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების სხდომებზე მიწვევის შესახებ ინფორმაცია, პერიოდულად უნდა ქვეყნდებოდეს პარლამენტის ახალ ვებგვერდზე, რომელიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები