ზელენსკი - ამ ომის ფინალი რუსებისთვის მარცხი იქნება, უკრაინელებისთვის გამარჯვება

უკრაინა და რუსეთი ომში სხვადასხვა რამისთვის იბრძვიან. ამიტომ, მისი ფინალი განსხვავებული იქნება თითოეული ქვეყნისთვის: რუსებისთვის - მარცხი, უკრაინელებისთვის - გამარჯვება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

"ჩვენ არაფერს დავთმობთ, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. უკრაინა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ერთიანი სახელმწიფოა და ყოველთვის ასე იქნება.

ჩვენ ვიბრძვით სხვადასხვა რამისთვის, ამ ბრძოლის ფინალი ყველასთვის განსხვავებული იქნება. მნიშვნელობით და ჟღერადობითაც კი - რუსულად ეს არის "სპეციალური ოპერაციის" ჩავარდნა. უკრაინულად ეს ნიშნავს ომში გამარჯვებას. ამიტომ იქნება უკრაინის სახელმწიფო“, - განაცხადა ზელენსკიმ სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიმართვაში, რომელსაც უკრაინა დღეს პირველად აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები