გია ცაგარეიშვილი - ცოტა გასაკვირი იყო, რატომ შეხვდა ქალბატონი ელჩი საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით ბატონ ივანიშვილს და რაზე საუბრობდნენ

"გასაკვირია,  რბილად რომ ვთქვათ ის, რომ ელჩი ხვდება ადამიანს, რომელიც თითქმის ორი წელიწადია უკვე პოლიტიკას ჩამოშორებულია, არ აქვს არავითარი კონტაქტი ხელისუფლებასთან, მთავრობასთან, "ქართულ ოცნებასთან". მინდა, ყველას შევახსენო, ჩვენს ქალბატონ ელჩსაც, რომ საქართველოს ჰყავს დღეს მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც 10-წლიანი მშვიდობა მოუტანა საქართველოს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენს უახლეს ისტორიაში’’, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, უმჯობესია, ელჩი იმ ადამიანებს ესაუბროს, რომლებსაც ხელისუფლების მართვის ბერკეტები აქვთ. მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა, ელჩის პასუხის მოსმენა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. 

"მე ვფიქრობ, უმჯობესია, ადამიანები ესაუბრებოდნენ იმ ჩინოსნებს, იმ მოხელეებს, რომლებსაც ხელისუფლების რეალური მართვის ბერკეტები უპყრიათ  ხელთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც ცოტა გასაკვირი იყო, რატომ შეხვდა ქალბატონი ელჩი საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით ბატონ ივანიშვილს და რაზე საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საუბრის შინაარსი დაფარულია და არ ვიცით. შევახსენებ ქალბატონ ელჩს, სულ მცირე, ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“  ხელდასხმით, გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს  ევროპარლამენტის რეზოლუციაში. აი,  სწორედ ეს რეზოლუცია, რომ ამდაგვარი უადგილო და უშინაარსო ჩანაწერები, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი აღიარებს, აღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ამაზე,  კარგი იქნებოდა, ქალბატონი ელჩის პასუხის მოსმენა. რას ფიქრობს ის ამგვარ უადგილო უშინაარსო ჩანაწერებზე’’, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები