აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, თუმცა მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

"ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა.

მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება.

სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე სირთულეებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების და სხვა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“,- აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები