აშშ-ის საელჩო - სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, პატივს მივაგებთ მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას

საქართველოში აშშ-ის საელჩო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. 
შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. 

პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. 

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები