ვალერი გელბახიანი - მიხეილ სააკაშვილი ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად

მიხეილ სააკაშვილი ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე.

"არაერთი საუბარი იყო ამ თემაზე ოჯახთანაც, ალბათ, ახლობლებთანაც. როგორც ჩანს, დიდი ხანია, ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ხმამაღლა ამის გაცხადების საშუალებას არავის აძლევდა, რადგან არ უნდოდა, რომ სკანდალური დისონანსი მომხდარიყო. ახლაც იმავეს ამბობს, რომ მას არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისმა პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა. მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს. ამ ამოცანიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ასეთია, რომ ვისაც უნდა, მიშა სააკაშვილი ცოცხალი იხილოს, მხარი დაუჭიროს, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან და იმკურნალოს. არანაირი პოლიტიკა მისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე. ამბობს, რომ მან ყველა ვალი მოიხადა როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის წინაშე. როცა მოდიოდა უკრაინიდან არაფერი გარემოება არ არსებობდა, რომელიც მას დააბრკოლებდა და იძულებულს გახდიდა, რომ წამოსულიყო საქართველოში. ყველა პირობა ჰქონდა, გაეგრძელებინა პოლიტიკა უკრაინაში, მაგრამ ვინაიდან ქართველ ხალხს ჰქონდა განცდა, რომ რადგან არ ჩამოდიოდა საქართველოში, გარკვეულ შიშებთან იყო დაკავშირებული, ეს კომპლექსიც მოუხსნა.

დღემდე მეუბნება, რომ ძალიან გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩამოვიდოდა მას დააკავებდნენ, მაგრამ ეს არ აშინებდა და კიდევ ერთხელ უნდოდა, დაენახა ყველას, რომ ის არც მშიშარაა და არც ციხის პირობებს გაურბოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასამართლო რაზეც განაჩენი იყო გამოტანილი, საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის მზად იყო ხელახლა მიეღო მონაწილეობა ყველა სასამართლო პროცესში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ისეთი დაავადების მატარებელია, რომ ვერც ერთი ექიმი საქართველოში ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ მას აქვს რეცეპტი როგორ განიკურნება სააკაშვილი.

"პრეცედენტები საქართველოში არ არის, რომ ასეთი დაავადება განკურნებულა. პოზიტიური ვალდებულება გააჩნია მთავრობას, რომ იზრუნოს ადამიანის სიცოცხლეზე, მაგრამ თუ არ იზრუნებს, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის შეიგნებს ამას მთავრობა. უნდა ვიაქტიუროთ, რათა ვაიძულოთ ნებისმიერი ორგანო, მთავრობა თუ ხელისუფლება, ხალხიც და გადავარჩინოთ ერთი ადამიანის სიცოცხლე. მიშა სააკაშვილი რკინა არ არის, ადამიანია, ავადაა და შველა უნდა. ახლა ყველა ყურადღება ამაზე უნდა გადავიდეს. პოლიტიკის გარეშე ვისაც უნდა, რომ მიშა გადარჩეს, ყველამ იაქტიუროს“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები