სიტუაცია მწვავდება - რა ხდება სერბეთს და კოსოვოს შორის

2022 წლის 31 ივლისის საღამოს ჩრდილოეთ კოსოვოში ვითარება დაიძაბა. ადგილობრივმა სერბებმა ახალი წესების პროტესტის ნიშნად გზები გადაკეტეს, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი სერბებზე თავდასხმის შესახებ პრიშტინის სავარაუდო გეგმების თაობაზე  განაცხადა.

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით. ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად. მძღოლებს ცვლილებისთვის სექტემბრამდე მოუწევთ ლოდინი.

კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა პროტესტის ნიშნად მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს. დაძაბულობის ზონაში კოსოვოს სწრაფი რეაგირების ძალები გამოჩნდნენ, ისმოდა სროლის ხმაც.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პროცესს სერბებზე თავდასხმის სავარაუდო გეგმებს უწოდებს.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ და მძიმე ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვთქვი ეს? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი სასაზღვრო დაძაბულობაში სერბეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს.

უახლესი ამბები