გრიგოლ ვაშაძე - კლინიკური იდიოტი უნდა იყო რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე

მე და პრეზიდენტს გვაქვს შეთანხმება, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ. პირველად რომ შევედი რუსთავის ციხეში, იმ დღიდან გვაქვს ეს შეთანხმება. არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია, - ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

"ახლა რაზე ვილაპარაკეთ: უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ამ თემებზე ვილაპარაკეთ. გარდა ამისა, ოჯახებზე. ვიდრე პრეზიდენტი თვითონ არ მეტყვის, პოზიციაც არ მაქვს ამ თემაზე. ქართულ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, მაშინ მე და მიშამ უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი 2013 წლიდან და ამისთვის არც დრო და არც საჭიროებაა, მდგომარეობა მძიმეა. მდგომარეობა მძიმე იმიტომ კი არ არის, რომ ყურადღებას აკლებენ "ვივამედის“ ექიმები ან სამედიცინო პერსონალი, მძიმეა, რადგან ამ ადამიანს აქვს დაავადებების მთელი თაიგული, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს. შეიძლება, ჩვენ დავსხდეთ და დავიწყოთ უსაგნო დისკუსია, ეს ადრე ჰქონდა თუ ციხეში გაუჩნდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება, წერტილი. ამის შემდეგ ჭკუა თუ გაგვაჩნია როგორც ერს, არ ვიზამთ, რომ კიდე ერთი პრეზიდენტი მოკვდეს საშინელ პირობებში. სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ დაწესებულებაში გადაყვანა, ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა, ამას არც ოქსფორდის განათლება სჭირდება და არც სორბონის. კლინიკური იდიოტი უნდა იყო რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. თუ ხელი გაქვს აღებული ევროპაზე და თუ ხელი გაქვს აღებული ჩვენ მომავალზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ვერბალურად რასაც არ უნდა ამტკიცებდე საწინააღმდეგოს, მაშინ ქართველი ხალხი სხვანაირ განაჩენს გამოიტანს. თუ რამეზეა საქართველოში კონსესუსი, ეს არის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები