სანზონაში, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნ გახრწნილ ხორცთან დაკავშირებით მოკვლევის პირველადი შედეგები ცნობილია

სანზონაში, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნ გახრწნილ ხორცთან დაკავშირებით დაწყებული მოკვლევის პირველადი შედეგები ცნობილია.

Front News-ის ინფორმაციით, პირველადი შედეგებით ცნობილი ხდება, რომ ბინაში ნაპოვნი გახრწნილი ხორცი საქონლის და ღორის აღმოჩნდა.

18 ივნისს სანზონაში ერთ-ერთ ბინაში პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილობრივების თქმით, ბოლო პერიოდში გაუსაძლისი სუნი აწუხებდათ, ბინაში მცხოვრები მარტოხელა ქალი კი კარს არ უღებდათ, რის გამოც სამართალდამცველები გამოიძახეს.

მას შემდეგ კი, რაც ქალს კარი იძულებით გააღებინეს,  მაცივარში ხორცით სავსე პაკეტები ნახეს, რომელსაც სიძველისგან უკვე ლპობა ჰქონდა დაწყებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობის მუხლით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ოფიციალური დასკვნა გახდება ცნობილი, მუხლი გადაკვალიფიცირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები