ქაბულში "ალ ქაიდას“ ლიდერი, 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს

აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა.

ალ ზავაჰირი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლეს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი უვნებლები გადარჩნენ და მოკლულია მხოლოდ ალ ზავაჰირი.

ზავაჰირიმ „ალ ქაიდას“ ხელმძღვანელობა 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გადაიბარა და ის აშშ-ის მიერ ძებნილი ნომერ პირველი ტერორისტი იყო. მანამდე ის ბინ ლადენის მარჯვენა ხელად და ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ იდეოლოგად მიიჩნეოდა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ის მონაწილეობდა 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვაში ოსამა ბინ ლადენთან ერთად. აშშ-ის ხელისუფლებას ზავაჰირის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 25 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

აიმან ალ ზავაჰირი 71 წლის იყო. 

უახლესი ამბები