წყალტუბოში მედიკოსთა შეხვედრაზე სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

წყალტუბოში, მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით მედიკოსთა დღის აღნიშვნის ტრადიცია გაცოცხლდა.

საბჭოთა ეპოქაში მედიკოსთა ქალაქად ცნობილ კურორტში შეკრებილმა ექიმებმა სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები განიხილეს და წყალტუბოს უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურის შენარჩუნების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

წყალტუბოელ ექიმებს კურორტის განვითარების კონცეფცია და უახლოესი გეგმები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გააცნო. აღინიშნა, რომ წყალტუბოს განახლების, მისი ევროპულ კურორტად გადაქცევის ახალ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია სწორედ ექიმების როლი. 

“წყალტუბოს გამოწვევაა უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურის შენარჩუნება, საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირების გზით სამედიცინო ტურიზმის განვითარება, ადგილობრივ მოსახლობაზე ზრუნვა და ქალაქის მრავალფუნქციური განვითარება, რასაც ითვალისწინებს წყალტუბოს განვითარების კონცეფცია, დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო რესურსი იქნება წარმმართველი ძალა კურორტის განახლებისა და ახალი სიცოცხლის მინიჭების გზაზე”,  - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. შეხვედრაზე კურორტისა და მისი უნიკალური თერმული წყლების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა შპს ,,წყალტუბოს თერმული წყლების’’ მთავარმა ექიმმა ნანა გვიშიანმა, სამკურნალო ტურიზმის ღირსების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია საზოგადოებას გააცნო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მანანა ჩიხლაძემ, ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრის "BE HEALTHY" შესახებ პრეზენტაცია ექიმმა ფიზიოთერაპევტმა, რეაბილიტოლოგმა და კურორტოლოგმა ლია გიორგაძემ წარადგინა, ხოლო წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს მუშაობის შედეგების შესახებ მთავარმა ექიმმა მაკა გაბადაძემ ისაუბრა.

ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქციის შენარჩუნებისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხზე გამართულ დისკუსიაში ჯანდაცვის დარგის გამოცდილი წარმომადგენელი გედევან ლომიძე, ჩაფიძის გულის ცენტრის საკონსულტაციო კლინიკის ცენტრის დირექტორი დავით იოსელიანი, სანატორიუმ "მეშახტეს'' ყოფილი მთავარი ექიმი ჯემალ გორდელაძე, წყალტუბოს საპატიო მოქალაქე დალი ღოღობერიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრას 50-ზე მეტი წყალტუბოელი ექიმი ესწრებოდა, რომლებიც მუშაობენ როგორც წყალტუბოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და აბაზანებში, ასევე საქართველოს სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.

უახლესი ამბები