ისლანდიის დედაქალაქიდან 25 კილომეტრში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში მთაზე ვულკანი ამოიფრქვა, რასაც წინ რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირებული მიწისძვრები უძღოდა.

ტურისტებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდებენ მომწამვლელი გაზების გამო მოერიდონ ტერიტორიას, თუმცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების მყისიერი საფრთხე არ არსებობს.

ვულკანის გამო გამოცხადდა "წითელი კოდი", რათა თვითმფრინავებმა ახლოს არ გადაიფრინონ, თუმცა სიტუაციის შესამოწმებლად ადგილზე ვერტმფრენები გაგზავნეს.

"ჯერჯერობით ისლანდიიდან და ისლანდიის მიმართულებით ფრენების შეფერხება არ მომხდარა და საერთაშორისო ფრენების დერეფნები ღია რჩება“, - აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უახლესი ამბები