ნინო ლომჯარია - რა აქვს სანერვიულო, მითუმეტეს თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი

დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნდობას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

"ჩემთვის არის ძალიან გაუგებარი და ცოტა არ იყოს აუხსნელი, რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ, ამ თავდასხმებით მისთვის დისკრედიტაციას. ისინი თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ უბრალოდ მათ ვეტყვოდი, რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება, მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ასეთ თავდასხმებს, რადგან ეს მხოლოდ სახალხო დამცველს რეპუტაციას და რეიტინგს აძლიერებს.

რაც შეეხება იმას სახალხო დამცველი, როდის რას გააკეთებს მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და არც ერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მით უმეტეს გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის. ჩემთვის არ არის მათი არგუმენტები ცნობილი, არ ვიცი რას ეფუძნება. ფაქტია, რომ ეს არის დაუსაბუთებელი კამპანია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მომავალი ოთხი თვის განმავლობაში აპირებს პირნათლად შეასრულოს თავის მოვალეობა და ვადის ამოწურვის ბოლო დღემდე იმუშავებს.

"რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ ჩემი ვადის ამოწურვის შემდგომ, ამის შესახებ მე თავად გავაკეთებ განცხადებას. არ ვიცი, ასეთი აღელვება და ნერვიულობა მათი მხრიდან ამ საკითხის მიმართ რისი ნიშანი შეიძლება იყოს. არ ვიცი, რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი, მაშინ არ ვიცი ნერვიულობა და ასეთი აქტიურობა, ასეთი ორგანიზებული კამპანია რას შეიძლება მივაწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნდობას. 

სახალხო დამცველი არასოდეს ყოფილა რადიკალური, არასოდეს გაგვიკეთებია ჩვენ რადიკალური განცხადებები, არასოდეს გვიმოქმედია რადიკალურად, ამიტომ კიდევ ერთხელ, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი და ჩემთვის აუხსნელი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები