მოსამართლემ უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილა და "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები 5000-5000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "ანტიკორუფციული მოძრაობა" და მისი წევრები ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა 5000-5000 ლარით დააჯარიმა. 

"უჩა მამაცაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეების მიერ გავრცელებული სადაო განცხადებები აღიარებულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მოპასუხე ორგანიზაციას, ანტიკორუფციულ მოძრაობას და მის წარმომადგენლებს - ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 კვირის განმავლობაში.

ანტიკორუფციულ მოძრაობას უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა, ვასო ურუშაძეს უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა, ლაშა ფარულავას უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა", - განაცხადა მოსამართლე გოჩა დიდავამ. 

მოსამართლემ "ანტიკორუფციულ მოძრაობას" და მის ორ წევრს დააკისრა უჩა მამაცაშვილის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის  უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის, 50 და 150 ლარის გადახდა, ასევე უჩა მამაცაშვილის მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის, 600 ლარის გადახდაც. 

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები