მამუკა მდინარაძე - არანაირი "ლელო“, "სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვები არ არსებობენ, ეს არის ერთი "ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არანაირი „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვები არ არსებობენ, ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები. 

"არასწორია, როდესაც მმართველი გუნდი და ოპოზიცია ცალ-ცალკე მუშაობს, რადგან თუ საპარლამენტო 8 ჯგუფიდან 5 არის ჩართული ლეგიტიმურ პროცესში და 3 არის გასული ცალკე და ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟს აწარმოებს, რაღაც პარალელური და მოდელირებული პროცესის ეგიდით.

სახელმწიფოს როდესაც რეკომენდაციას მისცემს ევროპული სტრუქტურა, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ეს აღიქმება ყველგან, რომ უნდა გააკეთოს სახელმწიფოს წარმომადგენლობამ, ამ შემთხვევაში საპარლამენტო განშტოებამ, შესაბამისად, პარლამენტი არის ლეგიტიმური ორგანო და ამას აკეთებს.

როგორც ვხედავთ, ინტენსიური მუშაობა მიდის ყოველდღე. დღეს მიხეილ სარჯველაძემ ჩაატარა პირველი ბრიფინგი. პირველ სექტემბერს იყო დაანონსებული ეს ინიციატივა და ის დაინიცირდა ვადაზე ადრე. ყოველდღიურად მიდის ამაზე მუშაობა, ამ დროს კი ესენი [ოპოზიცია] პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და ხალხსაც ასე აცხოვრებენ და თვითონაც პარალელურ პროცესებში მონაწილეობენ. ეს არის საბოტაჟის გამართლების მცდელობა მათი მხრიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები