მიხეილ სარჯველაძე - მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას, არ შეიძლება ასე

ნიკა მელია მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას.

"აქ მთავარი არის ის, რომ ადამიანს არ შეუძლია, ორ ვარიანტის გარდა მეტი ვარიანტები დაინახოს და თქვას, რომ ან რადიკალური უნდა იყოს, ან საერთოდ თავჩაქინდრული მონის როლი უნდა ჰქონდეს. იმ ადამიანს თვითონ აქვს მსოფლმხედველობაში პრობლემა როგორც ჩანს, რადგან არსებობს რა თქმა უნდა, ნორმალური გზაც და არცერთი ავადმყოფური გზა არ შეიძლება, მისაღები იყოს. რასაკვირველია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ნორმალური პოზიცია ჰქონდეს, ნორმალური, გაწონასწორებული, ადამიანური, ისეთი რომელიც ღირსებას არ დააკარგვინებს, არცერთი ის გზა და არჩევანი, რაზედაც საუბრობს ბატონი მელია, მისაღები არ არის. ამიტომ, ასე მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას, არ შეიძლება ასე“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ნიკა მელიას თქმით, "წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის! ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები