უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 42 200 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 07.08-მდე: ტანკები - 1 805 (+3), ჯავშანტექნიკა - 4 055 (+4), საარტილერიო სისტემები - 958 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 260 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 132 (+5), თვითმფრინავი - 223 (+0), ვერტმფრენები - 191 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 750 (+6), საკრუიზო რაკეტები - 182 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 978 (+8), სპეციალური ტექნიკა - 86 (+1).