ირაკლი ღარიბაშვილი - თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ

მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საკითხი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას იმის შესახებ თუ რატომ ადიან ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 და არა 7 აგვისტოს. 

"ძალიან სამწუხაროა, ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი, ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი, დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ.

მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო საერთოდ არასდროს გამხარდა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე.

მთავარი არის შემდეგი - თქვენ ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა, გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები