შალვა პაპუაშვილი - ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე

სირცხვილია, როდესაც ადამიანის წარმომავლობის გამო იჩენ აგრესიას, ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო არის ქსენოფობია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, რა ვიზაზე საუბრობს საერთოდ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც ისტერია გამოიწვის, საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე კილომეტრში არიან რუსი სამხედროები, ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, ასე შემდეგ, საბუთების გარეშე, არიან ტექნიკით, არიან შეიარაღებით, ამიტომ ეს საფრთხე რომ არის ყოველდღიური ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ და აქ რამენაირად მიბმა ის, რომ ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოვა, თითქოს ეს რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში გადაიზარდა ქსენოფობიაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები