მეუფე გრიგოლი - საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც შესაძლებელს გახდის არსებული მდგომარეობის დაბალანსებას

2008 წლის შემდეგ ქვეყანაში დასადგურებული დაუცველობის განცდა, უკრაინაში დღეს მიმდინარე ომის ფონზე  მოსახლეობაში კიდევ უფრო ზრდის მოსალოდნელი საფრთხის განცდას და შიშს ბადებს, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ თანამემამულეთასულის მოსახსენებელ პანაშვიდზე განაცხადა.

"ქრისტესმიერ საყვარელო სამწყსოვ, ძვირფასო სულიერნო შვილნო!დღეს ჩვენ ვიხსენებთ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სამშობლოს მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, რასაც მოჰყვა საქართველოს სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ათასობით ადამიანთა იძულებითი დევნილობა მშობლიური საცხოვრებელი ადგილებიდან, შემდგომი უმძიმესი შედეგებით; ოკუპირებულია ქართული სახელმწიფოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მას შემდეგ გავიდა 14 წელი, მაგრამ ჭრილობა არ ხორცდება; ტკივილი არ შუშდება; შექმნილი ვითარების გაჯანსაღების პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება, რაც უმძიმეს ტვირთად და ტკივილად აწევს საქართველოს. 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში დასადგურებული დაუცველობის განცდა, უკრაინაში დღეს მიმდინარე ომის ფონზე  მოსახლეობაში კიდევ უფრო ზრდის მოსალოდნელი საფრთხის განცდას და შიშს ბადებს, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს.

სახელმწიფო, რომელთანაც საქართველო საომარ მდგომარეობაშია, არის ჩვენი მეზობელი, თუმცა მისთვის საქართველოსთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი; შესაბამისად, არც განჭვრეტად მომავალში უჩანს ამას კარგი პირი.

ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ვფიქრობთ სად არის გამოსავალი?რა გზა რჩება ჩვენს სამშობლოს იმისთვის, რომ შეძლოს ამ მუდმივ საფრთხესთან გამკლავება და საკუთარი შვილებისთვის (მოქალაქეებისთვის) მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა?

პასუხი ასეთია:  - ან საფრთხის წყარო (რუსეთი) უნდა გარდაიქმნას იმგვარად, რომ ის საფრთხეს აღარ ხედავდეს საქართველოს განვითარებაში, 

- ან საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც შესაძლებელს გახდის არსებული მდგომარეობის დაბალანსებას ისე, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინაშე არსებული საფრთხეები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მეზობელთან კეთილი ურთიერთობა უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ გარემოს შექმნა ორმხრივ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული; დიდი სახელმწიფოს ინტერესებმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მცირე სახელმწიფოს ინტერესებს და არ უნდა შეზღუდოს მისი თავისუფლება; მეტიც, არ უნდა ეცადოს მის შთანთქმას; ყოველმხრივ დაცული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემისა და თავისუფლების მთავარი პრინციპები.

ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ურთიერთობისას თავისუფლება რეალიზდება (მჟღავნდება) სხვისი აღიარების უნარში, თან იმგვარად, რომ არ დაზიანდეს რომელიმე მხარის სასიცოცხლო ინტერესები.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ დიდი სახელმწიფოს მეზობლად არსებული მცირე სახელმწიფოს ბედი მეტად რთულია, მით უფრო, თუ პირველ მათგანს იმპერიული ზრახვები გააჩნია; მაგრამ იმავდროულად სწორედ ეს გარემოება აიძულებს მცირე სახელმწიფოს, რომ არსებობისთვის, სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის, მუდმივ მზადყოფნაში იყოს მოსალოდნელ საფრთხეებთან გასამკლავებლად. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ქართველი ერი არსებობს და ამ არსებობაში ღვთის სასწაულთან ერთად, ჩვენ ვხედავთ ჩვენთა წინაპართა მუდმივ საბრძოლო სულისკვეთებასა და თავისუფლებისკენ სწრაფვას.ასე გადარჩა ჩვენი სამშობლო და დღემდე შეინარჩუნა უძველესი კულტურა და თავისი ჭეშმარიტი მრწამსი! ამიტომაც გვმართებს ჩვენი დიდი წინაპრების გზის ერთგულება, მათი მებრძოლი სულის დაფასება და პატივისცემა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები