მედვედევი - ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო ვერ ეღირსებიან ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრობას

არც მაშინ და არც ახლა მე ეჭვი არ მეპარებოდა და არც მე მეპარება რუსული ჯარების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეყვანის გადაწყვეტილების სისწორეში, - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"ცხინვალზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე. ამგვარად, ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია მათი გაგებით, „დემოკრატია და ჰუმანიზმი“ და ძალით დაებრუნებინათ ის საქართველოს შემადგენლობაში მთელი ერის განადგურების ხარჯზე. ცხადია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ უბრალოდ ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით“, – აცხადებს მედვედევი.

მედვედევი ფიქრობს, რომ "საქართველო და უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას ვერ ეღირსებიან".

"ნატო-ს მისწრაფება, გაფართოვდეს რუსეთის საზღვრებთან, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, უკვე გადაიქცა მსოფლიოს პრობლემად. ყველა გონიერ ადამიანს ამაზე გული ერევა. ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო ვერ ეღირსებიან ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრობას, სადაც შესვლა მხოლოდ ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ვიწრო ხვრელის გავლითაა შესაძლებელი“, – აცხადებს მედვედევი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები