ეკა ხერხეულიძე - ლაჩრების რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მუხათგვერდში, ადამიანი კი, რომელმაც ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა, ტყვედ იმყოფება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა "ვივამედში" ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. 

"ძალიან ძნელი საყურებელია, როდესაც იცი შენს ქვეყანას აქვს ბევრი გმირის ისტორია, აქვს ასევე ლაჩრების ისტორია სხვა დანარჩენთან ერთად და იცი, რომ დღეს ლაჩრების რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ძმათა სასაფლაოზე მუხათგვერდში, მათ პროტოკოლით განსაზღვრული პატივი მიაგეს ჩვენს გმირებს. იმ გმირებს, რომლითაც სრულებით არ ამაყობენ, ხოლო ადამიანი, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყანას სახელმწიფოებრიობა, დღეს იმყოფება აქ ტყვედ. ეს არის ძალიან მძიმე ჩემთვის, რა თქმა უნდა. მას გადავეცი ჩვენი დღევანდელი დღის სიმბოლო, მარადიული ხსოვნის სიმბოლო, რომელიც გემახსოვრებათ, 2012 წელს ვერ გაიხსენა ივანიშვილმა", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კალიუმის ვარდნის გამო, მას კიდევ ერთი გადასხმა ჩაუტარდა. მესამე პრეზიდენტის ოჯახი ამერიკელი ექიმების საქართველოში ვიზიტს ელოდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები