თამარ გაბუნია - ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით შეასრულებს. 

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება.

"ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. მე ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს",- განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები