მიხეილ სააკაშვილი - საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებას აფასებს. 

"უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება:

დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. 

საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ. 

ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. 

თუ ეს ტემპი შენარჩუნდა - 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის - ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს. 

ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს - არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს - მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია - ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების. 

მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს - ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე. 

საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება. 

სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე - ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი. 

არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის - ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან - 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა.

დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები