ტრამპი - ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც უამრავი თვალსაზრისით დასაცინი გახდა, თუმცა მალე სიდიადეს დავიბრუნებთ

არ არსებობს მთა, რომელზეც ვერ ავალთ, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ მივაღწევთ, არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადავლახავთ, არ არსებობს გამარჯვება, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში, რომელიც

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გავრცელდა.

"აშშ გახდა ქვეყანა, რომელიც სამართალდამცველებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. მსგავსი არაფერი გვინახავს.

ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც უამრავი თვალსაზრისით დასაცინი გახდა, თუმცა მალე სიდიადეს დავიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს "ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

უახლესი ამბები