ხატია დეკანოიძე - წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან

ჩვენ როგორც პარტიას, მის მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან გვაქვს წლების განმავლობაში კავშირი, ჩვენ არავითარი განცხადება, არავითარი პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ "ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება ვერ მოხდება საქართველოდან და საქართველოს პოლიტიკიდან.

"მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი რეალურად ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება ღია მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ამომრჩევლების გადასაწყვეტი. მე მხოლოდ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებიდან და ადოკატების განცხადებების გამომდინარე არ ვიმსჯელებ, რადგან წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. იგი არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, იგი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და არაბუნებრივი იმაში, რომ მას უკრაინის მოვლენები ახლა ძალიან აინტერესებს, ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები