არესტოვიჩი - მზად ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, თუ ზელენსკი აღარ იყრის კენჭს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მზადაა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუ მოქმედი პრეზიდენტი განმეორებით კენჭისყრას არ გადაწყვეტს.

"ჩემი რეიტინგი არის დღეს პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი. ჩემს თავს პრეზიდენტისგან არ გამოვყოფ და არასდროს ვუმუხთლებ ადამიანებს, რომლებთანაც ვმუშაობ. შეიძლება, მე სხვადასხვა მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ მათ არ ვასაჯაროვებ. არასდროს გამომაქვს გარეთ დაპირისპირება.

ომის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არაკორექტულია, თუმცა ეს მინდა და ზელენსკი თუ მეორე ვადით იყრის კენჭს, მე ცხადია, მას არ გადავეღობები, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, მას პრეზიდენტობა სჭირდება, რათა დაეხმაროს ხალხს და "რამე კარგი გააკეთოს“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები