ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძალაში ერთ კვირაში შევა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ, გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული პროდუქციის გადატანასა და მგზავრთა გადაზიდვაში. ასევე, იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ უფლება თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ვისი ჩასვლაც ესტონეთში ჰუმანიტარული მიზეზებით არის აუცილებელია ან ისინი მიემგზავრებიან ესტონეთში მცხოვრებ ნათესავთან ან მათთან ვისაც აქვთ ესტონეთში გრძელვადიანად ბინადრობის უფლება.

მისივე თქმით, შეზღუდვები არ შეეხება ესტონეთში დაბადებულ ან მუდმივად მცხოვრებ პირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები