კახა კალაძე - ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ

ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ნორმალურია, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში "მეორე ფრონტი" არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი", - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები