ბაჩო დოლიძე - ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყანაზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია

ეს არის „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფი, ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, რომელსაც დავალებული აქვს ყველაზე მძაფრი ანტიდასავლური ხაზის გატარება, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, ამ განცხადებით ისინი დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც საქართველოს პარტნიორია.

"ეს არის მორიგი თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, ქვეყანაზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დღეს ჩვენ გვყავს მართლაც, რომ უსამშობლო მთავრობა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა გათვალისწინებული იყოს ბიძინა ივანიშვილის, რუსეთის ინტერესი ამ ქვეყანაში და ცდილობს, ყურადღება არ მიაქციოს ხალხის განწყობას, რომელმაც დააფიქსირა კონკრეტული პოზიცია, რომ თავის მომავალს ხედავს ევროპაში“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები