ზელენსკი - რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება მოახდინოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება მოახდინოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

"თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და საშიშია: ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს, რომ ბირთვული კატასტროფის რისკი მაქსიმალური იყოს და მთელ მსოფლიოს ატყუებენ, რომ ვიღაც სხვა არის დამნაშავე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აუცილებელია ევროპის დაცვა ამ საფრთხისგან.

"და ალბათ, არა მხოლოდ ევროპის, რადგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში უდიდესია ჩვენს კონტინენტზე, სიდიდით მესამე მსოფლიოში. ექვსი ელექტრობლოკით", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საოკუპაციო არმია იყენებს ამ ატომურ ელექტროსადგურს ტერორისა და შეიარაღებული პროვოკაციებისთვის.

"რუსეთმა ატომური ელექტროსადგური ბრძოლის ველად აქცია. რუსმა სამხედროებმა უნდა იცოდნენ, რომ მთელ ევროპას ბირთვული კატასტროფის საფრთხის ქვეშ აყენებენ.

ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეაჩერებს ქარს, თუ ის ატარებს რადიაციას, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ტერორისტული სახელმწიფო. და რაც უფრო მალე შევაჩერებთ რუსეთს, მით უფრო მალე ევროპა და მსოფლიო კვლავ დაცულად იგრძნობს თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დღეს კიდევ ერთხელ დაბომბეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები