პეტრე ცისკარიშვილი - აქციზის გადასახადი საწვავზე უნდა დაუბრუნდეს 2017 წლამდე ნიშნულს, ანუ იმ ნიშნულს, რომელიც ხელისუფლების გადაბარებისას იყო 2012 წელს

2016-2017 წლებში "ქართულმა ოცნებამ" გააორმაგა საწვავზე აქციზის ფასი. 2012 წელს, ბენზინზე აქციზის გადასახადი იყო ორჯერ იაფი, ხოლო დიზელზე ორნახევარჯერ იაფი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ენმ-ის გენერალურმა მდივანმა პარტიის ინიციატივებზე ისაუბრა, რაც საწვავის ფასს საგრძნობლად შეამცირებს.

"2012 წელს, როდესაც მათ ხელისუფლება გადაიბარეს, ბენზინი იყო ორჯერ იაფი, ბენზინზე აქციზის გადასახადი იყო ორჯერ იაფი, ხოლო დიზელზე აქციზის გადასახადი იყო 2,5-ჯერ იაფი. დღეს მაგალითად დიზელის ფასი, როდესაც ფიქსირდება 4,27-4 ლარი და 30 თეთრი დაახლოებით აქ ჩადებული არის 50%-მდე მარჟა, სინამდვილეში კი, ის ნორმალურად რომ მუშაობდეს და კარტერული შეთანხმება არ ჰქონდეს ბიზნესებსა და კონკრეტულ კომპანიებს, დიზელის საწვავი უნდა იყოს დაახლოებით 70-75 თეთრით იაფი, ანუ სადღაც 3,50-3,55-ის ფარგლებში. ამხელა მოგებაზე მუშაობენ, რადგან თავადაც დიდი მადა აქვთ ამ კომპანიებს და ასევე თანხები ყოველ ლიტრზე, გარკვეული – 15, 20, 25 თეთრი გააჩნია კომპანიას, შეთანხმებას, კლანს, ცხადია, უჩა მამაცაშვილის კლანი არის ამ საქმეში ყველაზე აქტიური, მიდის იქ. აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არის ბენზინი და დიზელი ასე ძვირი.

აქციზის გადასახადი საწვავზე უნდა დაუბრუნდეს 2017 წლამდე ნიშნულს, ანუ იმ ნიშნულს, რომელიც ხელისუფლების გადაბარებისას იყო 2012 წელს. ნავთობგადამამუშვებელი საწარმოების გახსნა, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და მთავარი, უნდა ჩამოიშალოს კარტელური შეთანხმებები", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები