მომავალი სახალხო დამცველი სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება

"რუსთავი 2"-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება.

ტელეკომპანიის ცნობით, ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება.

ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები