უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 43 550 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 14.08-მდე: ტანკები - 1 864 (+8), ჯავშანტექნიკა - 4 126 (+11), საარტილერიო სისტემები - 980 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 261 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 136 (+0), თვითმფრინავი - 233 (+0), ვერტმფრენები - 194 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 784 (+5), საკრუიზო რაკეტები - 187 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 039 (+3), სპეციალური ტექნიკა - 91 (+0).