ერევანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა, 25 ადამიანი დაკარგულად ითვლება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვმა 3 ადამიანს მიაღწია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა. გარდაცვლილი ქალია.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.

25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, მათი სია შესაბამისმა სამსახურებმა ცხელ ხაზზე შესული ზარების შედეგად შეადგინეს.

სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 13:23 საათზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.